25 სექტემბერი, 2017
„ევროვიზიის“ გამარჯვებული სალვადორ სობრალი საავადმყოფოში მოათავსეს
უკვე რამდენიმე დღეა "ევროვიზია 2017"-ის გამარჯვებული, სალვადორ სობრალი საავადმყოფოში იმყოფება. 19 სექტემბერს ის ცუდი თვითშეგრძნების გამო ლისაბონის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა. მომღერლის ნათესავები ჯერ ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ.

შეგახსენებთ, რომ სალვადორს ჯანმრთელობის პრობლემა უკვე დიდი ხანია აქვს - სობრალს გულის დეფექტი აქვს და გადანერგვა ესაჭიროება.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა სალვადორს უფლებას არ აძლევს ლისაბონის საავდმყოფო დატოვოს. პროგნოზი ნარჩუნდება და მისი მონახულება შეზღუდულია" - განუცხადეს საავადმყოფოს წარმომადგენლებმა მედიას.

შეგახსენებთ, "ევროზივია 2017"-ის გამარჯვებული პორტუგალია გახდა,
რომელსაც 27 წლის სალვადორ სობრალი წარმოადგენდა. საკონკურსო სიმღერა "Aმარ პელოს დოის" მომღერლის დამ დაწერა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS