22 სექტემბერი, 2017
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის ქონება - ბიზნესსაქმიანობა და სასახლეები დუბაიში
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბიზნესიმპერია იზრდება. მისი უმცროსი ქალიშვილი არზუ ალიევა მოულოდნელად ერთ-ერთი მსხვილი ბანკის და ავიახაზების მომსახურების კომპანიის თანამფლობელი გახდა.

აზერბაიჯანში არსებობს ჰოლდინგი SW Holding, რომელიც იმდენად მსხვილი მონოპოლისტური კომპანიაა, რომ საკუთარი ბანკიც კი აქვს - "სილქ ვეი ბანკი". ამ ბანკის მფლობელად ორი ქალი სახელდება, რომლებსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ქვეყნის მმართველობასთან.

რთი მათგანი ზარიფა გამზაევაა, სახელმწიფო საავიაციო კომპანია "აზალის" უფროსის მეუღლე და არზუ ალიევა, პრეზიდენტის ქალიშვილი.

აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტა ახლო მეგობრებს და ოჯახის წევრებს
ქვეყნის ფასეული აქტივების შესანახად იყენებს. არადა აზერბაიჯანული კანონების მიხედვით, სახელმწიფო პირებს ეკრძალებათ მსგავსი აქტივობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასჯელი 12-წლიანი პატიმრობაა.

ილჰამ ალიევის მეუღლე მეჰრიბან ალიევა პარლამენტის წევრი და ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა. ალიევების უმცროსი ვაჟი ჰეიდარი დუბაიში 44 მილიონი დოლარის ღირებულების ბინას ფლობს. ქალიშვილები ლეილა და არზუ აგრეთვე ფლობენ სახლებს დუბაიში. ჯამში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქონება 75 მილიონ დოლარად ფასდება. 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS