21 სექტემბერი, 2017
ახალი ჩანთა „მამის ღიპი“ - გასუქება საჭირო აღარ არის
ეს ჩანთა სპეციალურად მათთვის შეიქმნა, რომელთაც სურთ მამებივით სასაცილო ღიპები“ ჰქონდეთ, მაგრამ ჭამის გარეშე.

პრობლემის გადაჭრა საკმაოდ მარტივია - ეს ჩვეულებრივი წელის ჩანთაა მუცლის პრინტით.

მალე ეს ჩანთა შეგეძლებათ მაშინ გაიკეთოთ, როცა მოგესურვებათ. მთავარი კი ისაა, რომ მასში საჭირო ნივთებსაც მოათავსებთ - ქილა ლუდი ან ყურსასმენები.

ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჩანთის პრეზენტაციაა და „მამის ღიპი“ გაყიდვაში არ არის.

ახლა ავტორები პარტნიორებისა და მწარმოებლების ძიებაში არიან, რომლებიც ამ სასაცილო გამოგონებას მასიურად აწარმოებენ.

გთავაზობთ საპრეზენტაციო ფოტოებს

ანა გარელი


Rating
Rating
Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS