თურმე, როცა მონარქი ჩანთას მაგიდაზე დებს, თავის წინ, ამით გამოხატავს სურვილს, ხუთ წუთში დატოვოს თავყრილობა, რომელზეც იმყოფება. ამას ამტკიცებს ბრიტანული სამეფო კარის ცხოვრების მცოდნე, ინგლისური კომპანია ''ლაუნერის'' მფლობელი და კრეატიული დირექტორი ჯერალდ ბოდმერი. სწორედ მისი კომპანია ამარაგებს დედოფალს ჩანთებით. თანაც, თურმე დედოფალს ჩანთებს უმზადებენ სარკით,
''სადედოფლო ჩანთას ტრადიციული განყოფილებები აქვს, - ამბობს ბოდმერი, - ხანდახან მისი უდიდებულესობა დიზაინში დეტალებს ცვლის. ჩანთას ან ცოტათი ვაგრძელებთ, ან შიდა ხავერდის დანამატებს აბრეშუმით ვცვლით.
ჩანთა დედოფლის გარდერობის განუყოფელი ნაწილია. მოთხოვნები, რომლებიც ამ აქსესუართან დაკავშირებით აქვს, მარტივია. ის არ იყენებს მხარზე გადასაკიდებელ ან ელვაშესაკრავიან ჩანთებს''.
აღნიშნული კომპანიის მიერ დამზადებული ტყავის ჩანთები ელისაბედ დედოფალს, როგორც წესი, მარცხენა ხელზე აქვს გადაკიდებული. ჩანთა მისი საფირმო ატრიბუტია და როგორც აღმოჩნდა, მისთვის ''საიდუმლო სიგნალების'' გადასაცემი ''მოწყობილობაც'' ყოფილა.
დაათვალიერეთ დედოფლის ჩანთები: