16 მაისი, 2013
რით ერთობიან მილიარდერები
მიწაზე დაშვების შემდეგ ''ძმაკაცებმა'' ერთად გადაიღეს ფოტოები, ხოლო რეისზე გაყიდული ბილეთებიდან მიღებული ფულის ნაწილი მძიმედ დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადარიცხეს რიჩარდ ბრენსონმა ბიზნესმენ ტონი ფერნანდესთან ნაძლევი წააგო - ''ფორმულა-1''-ის რბოლის შედეგებთან დაკავშირებით. ჰოდა, კომპანია Virgin-ის დამაარსებელი სერ ბრენსონი სტიუარდესად გარდაისახა. ავსტრალიიდან მალაიზიისკენ მიმავალი თვითმფრინავის ტრაპზე ბრენსონი ქალის უნიფორმაში გამოწყობილი გამოჩნდა, ფეხებიც კი გაეპარსა და სახეზეც მაკიაჟი წაესვა. თვითმფრინავი ავიაკომპანია AirAsia-ს ეკუთვნოდა - სწორედ ამ ავიაკომპანიის მფლობელია ბიზნესმენი ტონი ფერნანდესი.

ექვსსაათიანი ფრენის განმავლობაში ბრენსონი საკვებსა და სასმელს
დაატარებდა და მგზავრებს საჭირო ინფორმაციასაც აწვდიდა. ფერნანდესიც მგზავრებს შორის იყო და გაღიმებული ''იბარებდა თავანს''. მიწაზე დაშვების შემდეგ ''ძმაკაცებმა'' ერთად გადაიღეს ფოტოები, ხოლო რეისზე გაყიდული ბილეთებიდან მიღებული ფულის ნაწილი მძიმედ დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადარიცხეს - თითოეული ბილეთი დაახლოებით 400 დოლარი ღირდა.

ბრენსონს ეს ნაძლევი 2010 წელს წაუგია. მეგობრები იმაზე დანაძლევებულან, ''ფორმულა-1''-ში რომელი გუნდი გახდებოდა სეზონის ჩემპიონი. ორივეს ჰყავს თავისი გუნდი ამ ასპარეზობაში. ბრიტანელი მილიარდერის გუნდმა Virgin-მა მე-12 ადგილი დაიკავა, ფერნანდესის კუთვნილი Team Lotus-ი შედარებით წინა პოზიციებზე იყო. ნაძლევის პირობის შესასრულებლად ბრენსონი სტიუარდესად მუშაობას 2011 წელს აპირებდა, მაგრამ მაშინ ტრავმამ შეუშალა ხელი, რომელიც თხილამურებზე სრიალისას მიიღო.

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტო გალერეა
კომენტარი / 5 /
gurama
au erTi mec damadebina kai nazlevi magastan:)
21:48 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
bond
ციტას ხომ არ წაიპედიკებს ეგ ბრენსონია თუ მენსონი? რაღაც ადვილად მოირგო ეს ქალის როლი.
21:41 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
შურიანებს!
იშრომა და აქვს, მაგანაც ვინმეს მოპარა თუ რა? შეარგოს ღმერთმა. მაგარი როჟაა!
21:40 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ასეთ სირებს უნდა ჰქონდეთ ფული?
16:24 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
პინკი
მეტი რა საქმე აქვტ? ნეტა მაგათ
14:17 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS