16 სექტემბერი, 2017
სელენა გომესს თირკმელი გადაუნერგეს
ამერიკელ მსახიობსა და მომღერალს სელენა გომესს თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარეს. ამის შესახებ გომესმა საკუთარ Instagram-ზე დაწერა.

ტრანსპლანტაცია აუცილებელი გახდა, რადგან მას სისტემური წითელი ერითემატოსი დაემართა.

გომესმა მადლობა გადაუხადა თავის ოჯახსა და ექიმებს, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მსახიობ ფრანსია რაისს. "ენით ვერ აღვწერ როგორი მადლიერი ვარ ჩემი უახლოესი მეგობრის ფრანსია რაისის. მან უდიდესი საჩუქარი გამიკეთა - გაწირა საკუთარი თირკმელი ჩემთვის", - წერს გომესი. 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS