15 სექტემბერი, 2017
მელანია დაბრუნდა! პირველი ლედი საღამოს კაბაში - პირველად დიდი ხნის შემდეგ
აგვისტოს ბოლოს მელანია ტრამპი კვლავ სკანდალში გაეხვა, როცა დონალდთან ერთად ტეხასში, ქარიშხლის „ჰარვი“ მიერ დაზარალებულების დასახმარებლად ჩავიდა.

პირველი ლედი ზედმეტად ქალური სამოსისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების გამო გააკრიტიკეს. მას შემდეგ მხოლოდ კედებსა და სპორტულ სამოსში ჩნდებოდა.

მოგვიანებით ტრამპი ფლორიდაში ჩავიდა, სადაც ქარიშხლის „ირმა“ მიერ დაზარალებულებს შეხვდა. ამერიკის პირველი ლედი ამჯერად ჯინსებში, პერანგსა და 50$-იან Converse -ის კედებში გამოჩნდა.

საღამოს კი მელანია აშშ ისტორიული ასოციაციის ვახშმისთვის თეთრ სახლში დაბრუნდა. მიღებისთვის მან Monique Lhuillier -ის 8 000$-იანი
გრძელი, საღამოს კაბა შეარჩია.

ანა გარელი

Rating
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS