15 სექტემბერი, 2017
ცნობილი ვარსკვლავები, რომლებიც დედები 20 წლამდე ასაკში გახდნენ
ნაადრევი დედობა - ცუდია ეს, თუ კარგი? ბევრი ამ ტენდენციას აკრიტიკებს, ზოგი კი გაგებით ეკიდება.

დღეს მოგიყვებით იმ ვარსკვლავების ისტორიებს, რომლებმაც დედობის სიხარული ძალიან პატარა ასაკში განიცადეს. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია თავბრუდამხვევი კარიერის აწყობაში.

სოფია ვერგარა

წარმატებული კოლუმბიელი მოდელი, რომელიც 18 წლის ასაკში გათხოვდა, ერთი წლის შემდეგ კი უკვე ვაჟის, მანგოს დედა გახდა.
Rating

ვუპი გოლდბერგი
„ოსკარისა“ და „გრემის“ მფლობელი მსახიობი დედა 18 წლის ასაკში გახდა, 34 წლის კი უკვე ახალგაზრდა ბებია გახლდათ.
Rating

ედიტ პიაფი
მსოფლიოში ცნობილ ფრანგ მომღერალს 17 წლის ასაკში ქალიშვილი შეეძინა. გოგონა ტუბერკულიოზური მენინგიტით დაავადდა და 3 წლამდე ასაკში გარდაიცვალა. მარსელი მომღერლის ერთადერთი შვილი იყო.

Rating

ნატალია ვოდიანოვა
მოდელმა პირველი შვილი 19 წლის ასაკში გააჩინა. ახლა კი 5 შვილის დედაა. ეს კი ხელს არ უშლის კვლავ შესანიშნავ ფორმაში იყოს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ჩვენებებში.
Rating

ლორეტა ლინი
ქანთრის მომღერალი ლორეტა ლინი შეიძლება ითქვას გმირი დედაა. ის 15 წლის გათხოვდა, 16 წლის იყო როცა პირველი შვილი შეეძინა, 20 წლის ასაკში კი უკვე 4 შვილის დედა გახლდათ. ბავშვების მამასთან, საკუთარ მუსიკალურ მენეჯერთან, ოლივერ ლინთან მთელი ცხოვრება გაატარა. სწორედ მან აჩუქა ქალს პირველი გიტარა და შემოქმედებითი განვითარებისთვის სტიმულს აძლევდა.
Rating
არეტა ფრანკლინი

არეტა დედა 13 წლის ასაკში გახდა. 17 წლის ასაკში კი უკვე მესამე შვილს ელოდებოდა. მას სოულის დედოფალს უწოდებენ.
Rating

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS