15 სექტემბერი, 2017
60-იანი წლების ულამაზესი შენობები დღეს - ფოტოგრაფის საოცარი ფოტოსესია

 

ფოტოგრაფმა პაბლო იგლესიას მაურერიმ ძველი შენობების ორიგინალური ფოტოსესია მას შემდეგ მოაწყო, რაც მაგიდაზე დადებულ პოსტქარდს მოჰკრა თვალი. მასზე 1960-იან წლებში აშენებული საკურორტო კომპლექსი იყო გამოსახული. ფოტოგრაფი დაინტერესდა, თუ როგორ გამოიყურება ახლა ეს ადგილი და ნანახით გაოცებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ ის ტერიტორია სადაც ჯერ კიდევ 60 წლის წინ უმშვენიერესი დასასვენებელი ზონა გახლდათ, ახლა თითქმის ნანგრევებადაა ქცეული. სწორედ ამან შთააგონა ფოტოგრაფს თავისი ახალი ფოტოსესიის გამართვა, სახელწოდებით "მივიწყებული ადგილები" და იმ პოსტქარდების თვალიერება დაიწყო, რომლებზეც ქვეყნის მასშტაბით
ეპოქის ულამაზესი შენობებია გამოსახული.

Abandoned States

გროსინგერის საკურორტო კომპლექსს შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ულამაზესი ჭაღები ამშვენებდა. როგორც ცნობილია, შენობა უზრუნველყოფილი იყო გათბობითა და კონდინცირებით. აუზის ქვემოთ სპორტული დარბაზი და სალონი იყო განთავსებული. კომპლექსმა ფუნციონირება 90-იან წლებში შეწყვიტა და მას შემდეგ ტერიტორია მიტოვებულია.


Abandoned States
გროსინგერის გარე აუზი ოლიმპიური ზომისაა და მისი აშენება 1949 წელს $400 000 დაჯდა. ახლა აქ აღარაა კერძო კაბინები, გამოსაცვლელი ოთახები, შეზლონგები...



Abandoned States
ამ სასადილოს ხალიჩის წითელი, ყავისფერი და ყვითელი ფერები, დიდი ხანია მწვანე ბალახმა ჩაანაცვლა.


Abandoned States
იქ სადაც ადრე ბოულინგ კლუბი იყო, ახლა სამხრეთის ერთი მიტოვებული ადგილია. იგი საზაფხულო ბანაკადაც გადაკეთდა, თუმცა გარემოს დაცვის დეპარტამენტის ბრძანებით დაიხურა.




Abandoned States
გროსინგერის ჩოგბურთის ცენტრის ფოტოს უკან არის გროსინგერის ჭვავის პურის რეკლამაა. ჯენსი გროსინგერი წერს : " ხალხს უყვარს ჩვენი საჭმელები, განსაკუთრებით, ჭვავის პური, რომელიც უკვე ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. დარწმუნებული ვარ,მოგეწონებათ"



Abandoned States

Abandoned States

მზის აბაზანები და ცურვა პოკონოსის აუზში. 1967 წლის პოსტქარდი.
Abandoned States
ტყის სიღრმეში ეს თანამედროვე "კოსმოსური ხომალდი" 1970-იანი წლებიდან ჩნდება.
ამ ადგილზე ადრე სხვა შენობა იდგა, რომელიც დაინგრა.
Abandoned States
1958 წელს ქათსქილის შტატში ამ დახურული აუზის გახსნას ელიზაბეტ ტეილორი და ფლორენს ჩედვიქი დაესწრნენ. მას შემდეგ ამ შტატში ასეთი ექსტრავაგანტული და მოდერნისტული არაფერი აშენებულა.
Abandoned States
როგორც საფოსტო ბარათზეა აღნიშნული, ამ თეატრში ყველაზე თანამედროვე შოუები იმართებოდა. დარბაზი 1200 მაყურებელზე იყო გათვლილი,
Abandoned States

უკვე აღარც ეს ლაუნჯ-ბარი არსებობს.
Abandoned States
სასტუმრო "Jenny G Wing" 1964 წელს გაიხსნა. მისი დიზაინი მორის ლაპიდუსმა შექმნა, ლაპიდუსი გახლდათ ""Miami Modern"-ის დიზაინერიც.


Abandoned States
ადრე კიბეები კინოთეატრამდე მიდიოდა...
აქ ფარდა ბოლოს 90-იან წლებში ჩამოუშვეს.

Abandoned States

საფოსტო ყუთზე ვკითხულობთ: "ბირჩვუდი ერთადერთი კურორტია, რომელიც სამ საცურაო აუზს გთავაზობთ: შიდა, გარე და ტბას სანაპიროზე. აგრეთვე აქ შეგიძლიათ, დატკბეთ ლამაზი ხედებით, თეთრი ქვიშის სანაპიროებით, ლაუნჯებით. თქვენს განკარგულებაშია ველოსიპედი, კატერები, ცხენები... თქვენ შეგიძლიათ 40-მდე სხვადასხვა აქტივობით ისარგებლოთ".

Abandoned States
ასე გამოიურება ძველ ქათსკილში ცნობილი ჯიხური დღეს.

Abandoned States

70-იანებში ცნობილი ულტრა-თანამედროვე სახლები, სასადილო ოთახები, ლაუნჯები.


Abandoned States
თითქმის ჩამოშლილია პოკონოს საცხოვრებელი კორპუსიც.

მემი მემორი


 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS