არც თუ ისე დიდი ხნის წინ,
ვენსან კასელისა და
მონიკა ბელუჩის უფროსი ქალიშვილი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ დევას საკუთარ ასაკზე გაცილებით დიდი შეხედულება აქვს. მეტიც, ის უკვე დედაზე მაღალია -
178 სმ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მშობლებმა ის სამოდელო ბიზნესში ჩართეს.
ახლა კი სოც.ქსელში ცნობილი წყვილის ქალიშვილის ახალი ფოტო გავრცელდა, რომელიც გოგონამ საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ფოტოზე დევა სპორტითაა დაკავებული.
ბელუჩის თაყვანისმცემლებმაც არ დააყოვნეს და მას კომენტარები დაუწერეს, სადაც საუბრობენ იმაზე, რომ ასეთმა ახალგაზრდა
გოგონამ ზედმეტად თამამი სამოსი არ უნდა ჩაიცვას.
ანა გარელი