14 სექტემბერი, 2017
რუსეთის დიდ თეატრში ბალეტი სახელწოდებით „პუტინი“ დაიდგმება - რა კრიტერიუმით არჩევენ მოცეკვავეებს
რუსეთის დიდმა თეატრმა ახალი ბალეტისთვის „პუტინი“ მზადება დაიწყო.

„ამ დადგმაში ნაჩვენები იქნება, თუ რამდენად რთული გზა გაიარა რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ვიდრე დაკავებულ თანამდებობას მიაღწევდა - დრეზდენში მუშაობიდან დაწყებული ჰამბურგში ტრამპთან შეხვედრით დასრულებული“ - განაცხადა დიდი თეატრის გენერალურმა დირექტორმა, ვლადიმირ ურინმა.

გავრცელებული ინფორმაციით ბალეტის ხანგრძლივობა 6 სთ-ს შეადგენს.

ამჟამად მთავარი როლის შემსრულებლის „ძალიან მკაცრი ქასტინგი“ მიმდინარეობს. „პუტინის როლის შემსრულებლისთვის რამდენიმე მოთხოვნა არსებობს - ის არ უნდა იყოს ჰომოსექსუალი, არ უნდა ჰქონდეს მეორე მოქალაქეობა, არ იყოს ოპოზიციის
მხარდამჭერი, გულწრფელად და ჭეშმარიტად უყვარდეს რუსეთი, სძულდეს დასავლეთი. როგორც ხედავთ, დავალება არც თუ ისე მარტივია“ - განმარტა ურინმა.

გენერალურმა დირექტორმა ისიც დაამატა, რომ სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი სიუჟეტი ვლადიმირ პუტინისა და ალინა კაბაევას რამდენიმე ათეული წლის ურთიერთობას მიეძღვნება. „ეს სიყვარულის შესანიშნავი ისტორიაა. ამაზე გაჩუმება აღარ შეიძლება“ - ამბობს ურინი.

ბალეტის „პუტინი“ მსოფლიო პრემიერა 2017 წლის შემოდგომაზე შედგება. სპექტაკლი 2018 წლის მარტამდე ყოველდღე გაიმართება.


ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS