13 სექტემბერი, 2017
ჟირინოვსკის ვაჟმა შშმ ბავშვების სიცოცხლე ამაზრზენად და უაზროდ მოიხსენია
ვლადიმერ ჟირინოვსკის ვაჟმა, დეპუტატმა იგორ ლებედევმა განაცხადა, რომ უმჯობესია შშმ ბავშვები საერთოდ არ გაჩნდნენ. ის მიიჩნევს, რომ მათთვის მთელი ცხოვრება ტანჯვაა და შეგვახსენებს, რომ თანამედროვე მედიცინა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პათოლოგიას წინასწარ იკვლევს.

ტვიტერზე ატვირთულ ვიდეოზე კომენტარის გაკეთებისას, სადაც პატარა გოგონაა აღბეჭდილი, რომელსაც არ აქვს ხელები, დეპუტატმა ლებედევმა უნარშეზღუდული ბავშვების ცხოვრება უაზროდ მოიხსენია.

"რატომ აძლევენ ასეთ ბავშვებს გაჩენის უფლებას. ეს ხომ ტანჯვაა და არა ცხოვრება?! თანამედროვე მედიცინა პათოლოგიებს წინასწარ ადგენს" - წერს ვიდეოზე ლებედევი.

რაზეც სხვა დეპუტატმა,
სერგეი ბაიარსკიმ უპასუხა, რომ მან "ამაზრზენი შეფასება" გააკეთა.

ლებედევმა კი განმარტა: "ამაზრზენია, როცა ასეთები იტანჯებიან და არ ცხოვრობენ".

ჟირინოვსკის ვაჟი იმასაც ამატებს, რომ საკუთარი სიტყვებისთვის ბოდიშს არ მოიხდის.

კომენტარებს გამოეხმაურა ბავშვის დედაც და განაცხადა, რომ ყველას აქვს უფლება მშვენიერი ცხოვრებით იცხოვროს.

ანა გარელი
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS