13 სექტემბერი, 2017
ნამდვილი სკანდალი სამეფო ოჯახში - პრინცესა დიანას ქალიშვილი ჰყავს, ავარიის დროს ის ფეხმძიმედ იყო
1997 წელს ავტოავარიით ყველასთვის საყვარელი პრინცესა დიანა დაიღუპა. მთელი ამ 20 წლის მანძილზე მსოფლიომ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ვაჟების გარდა პრინცესას მოზრდილი ქალიშვილიც ჰყავს.

გოგონას სარა ჰქვია და ნიუ-იორკში ცხოვრობს. ამჟამად ეს ერთადერთი იფორმაციაა, რას მასზეა ცნობილი.

ის ქვეყანას ხელოვნური განაყოფიერების გზით მოევლინა. გერმანული ჟურნალის Gala ცნობით, 1982 წელს ელისაბედ II-მ პრინცესა დიანას კვერცხუჯრედით ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება მოითხოვა. ამით დედოფალს სურდა დარწმუნებულიყო, რომ ჩარლზის საცოლე სამეფო ოჯახის გამრავლებას შეძლებდა.

როგორც წესი, კვერცხუჯრედი უნდა გაენადგურებინათ,
მაგრამ ექიმმა, რომელმაც განაყოფიერების პროცედურა ჩაატარა, კვერცხუჯრედის დატოვება მოისურვა.

მოგვიანებით, მან სამეფო გენების მატარებელი კვერცხუჯრედი საკუთარ ცოლს გადაუნერგა. ქალი გოგონასთვის ფაქტობრივად სუროგატი დედა გახდა.

ამ ამბავს ქეითისა და პრინც უილიამის ნიუ-იორკში ვიზიტიც ამყარებს, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი დასახელებულ დასთან შეხვედრას აპირებდნენ.

პრინცესა დიანას დაბადებულ და არ დაბადებულ შვილებზე ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ლედი დი ავტოავარიაში მოხვედრისას ფეხმძიმედ იყო და როგორც ამბობენ სწორედ ბავშვის მამასთან ერთად დაიღუპა. ვინ იცის, იქნებ ეს ჭორი სულაც არ არის?

ანა გარელი

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS