შვედეთის, დანიის, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის სასახლეებში ინახება ძვირფასი ნივთების მთელი კოლექცია, რომელიც ერთი მფლობელიდან მეორეზე გადადის.
წარმოგიდგენთ მსოფლიოში 16 ყველაზე ძვირადღირებულ და ლამაზ გვირგვინს სამეფო ოჯახების ისტორიაში:
1. ელიზაბეტ II - ის გვირგვინი ლალის თვლებით
ინგლისის ამჟამინდელი დედოფლის ელიზაბეტ II-ის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი იყო ლალის თვლებით მოოჭვილი გვირგვინი, რომელითაც
ადგილობრივების რწმენით, ლალის ქვას აქვს უნიკალური თვისება დაიცვან ადამიანები ნებიესმიერი დაავადებისგან.
2.ბრილიანტის გვირგვინი სპენსერების ოჯახიდან
პრინცესა დიანა ყველაზე ხშირად ამ გვირგვინით ჩნდებოდა. იგი დამზადებულია ოქროსგან და ვერცხლისგან, გაფორმებულია ყვავილების ორნამენტებით, რომელშიც ჩამაგრებულია ბრილიანტის ქვები.
დიანას ის თავის ქორწილშიც ეკეთა, თუმცა როგორ საგვარეულო გვირგვინი, ამიტომ სპენსერების ოჯახის პრინცესებსაც მოუწიათ მისი გაკეთება თავის ქორწილში.
1978 წელს ეკეთა ლედი ჯეინს, 1980 წელს კი - ლედი სარა დაამშვენა.
3."ლაბირინთი"
ეს გვირგვინი ელიზაბეტ II-ს დედამ აჩუქა, მოგვინანებით დედოფალმა თავის ქალიშვილს, პრინცესა ანას გადასცა, რომელმაც თავის მხრივ თავის ქალიშვილს ზარე ფილიპს გადასცა ქორწილის დღეს.
4. გვირგვინი “დელი დურბარი”
ეს გვირგვინი 1911 წელს დედოფალი მერისთვის გააკეთეს, მას შემდეგ მისი დიზაინი გარკვეულწილად შეიცვალა და დაიხვეწა. ელიზაბეტ II-მ ის კორნუელის ჰერცოგინიას გადასცა.
ეს გვირგვინი ერთ-ერთი ყველაზე დიდია ოჯახის კოლექციაში.
5. გრევილის გვირგვინი
ეს გვირგვინი თავისი პირველი მფლობელის, მარგარეტ ჰელენ გრავილის სახელს ატარებს. მას ხშირად ატარებდა ელიზაბეტ II-ის დედა. ამჟამად გვირგვინი კორნუელის ჰერცოგინიას მფლობელობაშია.
6. ,,ლოტუსის ყვავილი”
ეს ბრილიანტის გვირგვინი დავდაპირველად ელიზაბეტ-II-ის დედას ეკუთვნოდა, რომელსაც ქმრის ნაჩუქარ ყელსაბამთან ერთად ატარებდა.
7.”სიყვარულის კვანძი”
ამ გვირგვინსაც პრინცესა დიანა ატარებდა, მან იგი მემკვიდრეობით მიიღო, მიუხედავად იმისა რომ დიანა გვირგვინს ბევრად აღემატებოდა, მაგრამ მისი ტარება მაინც მოუხერხებელი იყო თავისი სიმძიმის გამო.
8. “რუსული კოკოშნიკი”
ამ გვირგვინით ელიზაბეტ მე-II პირველად 1988 წელს, ვერცხლის ქორწილზე გამოჩნდა. იგი დიდგვაროვანმა ქალბატონებმა ალბერტამ და ალექსანდრამ გადასცეს დედოფალს.
9. ,, რუსული გვირგვინი"
ეს გვირგვინი დავდაპირველად ეკუთვნეოდა ერთ-ერთი რუსი თავადის მეუღლეს, მაგრამ 1921 წელს დედოფალმა მარია ტესკამ რუსი მონარქისგან იყიდა.
10.მეფე ჯორჯ მე-III-ს გვირგვინი
ეს გვირგვინი დამზადდა დედოფალ მარიასთვის, თუმცა შემდეგში ის ქორწილში ელიზაბეტსაც ეკეთა და მის ქალიშვილ ანასაც.
11.ბრაზილიური გვირგვინი აკვამარინის ქვებით.
ბრაზილიამ ელიზაბეტ II-ს საჩუქრად გადასცა აკვამარინის ქვების კოლექცია, დედოფალმა კი მისგან გვირგვინი დაამზადებინა.
12. დედოფალ ვიქტორიას აღმოსავლური გვირგვინი
ამ დახვეწილი გვირგვინის დიზაინი თავად პრინცმა ალბერტმა შეიმუშავა თავისი საყვარელი მეუღლის, დედოფალი ვიქტორიასთვის. ის დედოფლის ერთ-ერთი საყვარელი გვირგვინი იყო, ის დღემდე ელისაბედ მე-II-ის მფლობელობაშია.
13. გვირგვინი “Cartier”
ეს გვირგვინი 1936 წელს კატიედან შეიძინა იორკის ჰერცოგმა ალბერტმა, რომელიც მოგვიანებით მეფე ჯორჯ VI-მ შეიძინა თავისი მეუღლისთვის.
1944 წელს კი მან თავის უფროსს ქალიშვილს ელიზაბეტს (ამჟამინდელ დედოფალს) მე-18 დაბადების დღეზე აჩუქა.
14.ჯორჯ IV-ის დიადემა
ეს გვირგვინი9 1920 წელს გაკეთდა დიდი ბრიტანეთის მეფის ჯორჯ IV-ისთვის, თუმცა შემდგომში ეკეთა დედოფალ ვიქტორიას, დედოფალ მარიას და ასევე დედოფალ ელიზაბეტ II-ს კორონაციის დროს.
15. ბრილიანტისა და საფირონის გვირგვინი
ელიზაბეტ მე-II-ს მამამ ქორწილში საფირონის ყელსაბამი აჩუქა. 1960 წელს დედოფალმა ყელსაბამის შესაფერისი გვირგვინი დაამზადებინა.
16. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფო ოჯახის გოგონების საქორწინო გვირგვინი
საუკუნეების მაძილზე სამეფო ოჯახის ქალბატონები ქორწილის დროს ცერემონიის დროს ატარებდნენ ამ გვირგვინს. ელიზაბეტ II-ეს გვირგვინი გადაეცა ბებისგან.
იხილეთ ფოტოები: