მას საქართველო ძალიან შეუყვარდა და უკან დასაბრუნებელ მიზეზს ეძებს. მან ჟურნალ „სარკეს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც გამოტყდა, რომ ქართველ საცოლეს ეძებს.
„ძალიან შემიყვარდა საქართველო. მომწონს რომ საქართველოშიც და ინდოეთშიც, ერთ ოჯახში სხვადასხვა თაობები ერთად ცხოვრობენ. რაც ძალიან მომეწონა, იყო ის, რომ ქართველი ქალებისთვის მნიშვნელოვანია ოჯახი. ინდოეთში დაბრუნებისას, როცა დედა სურათებს ათვალიერებდა, მითხრა,
ვეძებ საცოლეს და მკითხველს ვთხოვ დამიკავშირდეს. ქორწინება ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის ცხოვრებაში ერთხელ უნდა მოხდეს, ჩემთვის მიუღებელია განქორწინება. ადამიანი, რომელიც მეყვარება, მეყვარება ბოლომდე, პატივს ვცემ მთელი ცხოვრება და მისი ერთგული ვიქნები“ - აცხადებს მსახიობი.