კელი როჯერსი ერთ დროს პლანეტის ყველაზე ბედნიერი მოზარდი იყო. ლატარიაში 1,9 მლნ ევრო მოიგო. მაშინ 16 წლის გახლდათ. იმ დროს
2002 წლის დეკემბერში ენდრიუ ჯეკსონმა ლატარიაში 315 მლნ დოლარი მოიგო. მაშინ წარმატებული ბიზნესმენი იყო და სამშენებლო ბიზნესიდან არცთუ ცუდი შემოსავლები ჰქონდა. მოგებული თანხის მიღებისთანავე 10% სხვადასხვა ქრისტიანულ ფონდს გადასცა, შექმნა თავისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი 14 მლნ დოლარის კაპიტალით. სწორედ ამის მერე დაიწყო უსიამოვნებები. ორჯერ დაიჭირეს, რადგან მთვრალი მართავდა საჭეს. გარდა ამისა, არაერთხელ მოპარეს ფული. ცოლი გაეყარა. 2003 წელს მის სახლში მისი შვილიშვილის მეგობარი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს - მიზეზი ნარკოტიკის დოზის გადაჭარბება იყო. რამდენიმე თვეში მისი შვილიშვილიც იმავე მიზეზით გამოეთხოვა სიცოცხლეს. დაბოლოს, წელს ქალიშვილი გარდაეცვალა, აუხსნელი მიზეზით. ჯეკსონი კი, როგორც ჩანს, ბილეთის ყიდვას დღემდე ნანობს: „ნეტავ არასდროს მეყიდა ის ლატარიის ბილეთი“.
კენ პროკსმაირი მემანქანედ მუშაობდა, სანამ ერთ-ერთ ლატარიაში მილიონ დოლარს მოი-გებდა. თანხის მიღების შემდეგ კალიფორნიაში გაემგზავრა და თავისი საავტომობილო ბიზნე-სი გახსნა. ხუთ წელში ბიზნესი ჩავარდა და კენი კვლავ მემანქანედ მუშაობს. თუმცა არც თვითონ და არც მისი შვილი ამის გამო დიდად არ ღელავენ. მისი ვაჟი ამბობს, უკვე კარგად ისიამოვნეს ლიმუზინებით სეირნობითა და შამპანურის სმით, ახლა კი მუშაობის დრო დადგა.
ეველინ ადამსს საოცარი რამ შეემთხვა - 1985 და 1986 წლებში ორჯერ მოიგო ლატარია. საერთო თანხა 5,4 მლნ დოლარი იყო. თუმცა ეველინმა კაზინოში დაიწყო თამაში და რამდენიმე წელიწადში მთელი თანხა გაანიავა. ახლა ტრაილერში ცხოვრობს, საკუთარი სახლიც არ აქვს.
ბილი ბობ ჰარელმა 31 მლნ დოლარი მოიგო, რამდენიმე სახლი, რამდენიმე მანქანა იყიდა და ამით დაასრულა. ბილის ისღა დარჩენოდა, ტკბილად ეცხოვრა, მაგრამ მასთან დასახმარებლად მისულ ხალხს უარს ვერ ეუბნებოდა. შედეგად, მთელი ფული დაარიგა, რის მერეც ცოლმა მიატოვა. რამდენიმე ხნის შემდეგ ბილიმ თავი მოიკლა.
მაიკლ კეროლი ადამიანის სიშტერის ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ. მან ლატარიაში 15 მლნ დოლარი მოიგო. მანამდე მენაგვედ მუშაობდა და როგორც კი ფული აიღო, აქტიურად დაიწყო მისი დახარჯვა. ჯერ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ჩუქნიდა ძვირად ღირებულ საჩუქრებს. მერე წვეულებებზე, კოკაინზე, მანქანებსა და მეძავებზე დაიწყო ხარჯვა. უკვე ერთ წელიწადში დღეში 2 ათას დოლარს ხარჯავდა კოკაინში, თავის სახლში აწყობდა წვეულებებს. მას მერე, რაც ცოლმა მიატოვა, მეძავებზე კიდევ მეტ ფულს ანიავებდა. რამდენიმე წელიწადში მათზე ასი ათას დოლარზე მეტი დახარჯა. გარდა ამისა, მილიონ დო-ლარზე მეტი გადაიხადა კარგი ჯიშის ძაღლებსა და ცხენებში, მილიონი აჩუქა საყვარელ სპორტულ გუნდს და ბოლო ფულით ძვირფასი მანქანა შეიძინა. ახლა, პრაქტიკულად, ღატაკია, დღეში 42 ევროს იღებს უმუშევრობის შემწეობის სახით. და თუ იცით, სად დაიწყო მუშაობა? ისევ მენაგვეობას მიჰყო ხელი.
ჟურნალი „რეიტინგი“