04 სექტემბერი, 2017
ჯოლიმ და პიტმა ურთიერთობა აღადგინეს, მაგრამ მაინც განქორწინდებიან - "ცრემლები ვერ შეიკავეს და ერთმანეთს მაგრად ჩაეხუტნენ"
ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა კვლავ ერთად ყოფნა გადაწყვიტეს, მაგრამ განქორწინების პროცესს ბოლომდე მიიყვანენ.

ოჯახის ბიოგრაფმა, იან გალპერინმა ისაუბრა, თუ როგორ მოხდა წყვილის შერიგება. როგორც აღმოჩნდა, მსახიობები ერთმანეთს საერთო მეგობრის სახლში შეხვდნენ. მათ ცრემლები ვერ შეიკავეს და ერთმანეთს მაგრად ჩაეხუტნენ. ურთიერთობის აღსადგენად პირველი ნაბიჯი, როგორც ყოველთვის პიტმა გადადგა.

როგორც The Sun გვამცნობს ოჯახური მდგომარეობის მოსაწესრიგებლად, წყვილი ფსიქოთერაპიის კურსს გაივლის, თუმცა ფორმალურობაზე საუბარი აღარ არის.

შეგახსენებთ, რომ მეუღლეების დაშორების მიზეზი ანჯელინა ჯოლის ბრალდება იყო. ის პიტს
შვილის, მედოკსის მიმართ ცუდ მოპყრობაში ადანაშაულებდა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS