01 სექტემბერი, 2017
ჯეი ლოს ექსმეუღლე მარკ ენტონი მეხუთედ ქორწინდება - ამჯერად მუსიკოსის რჩეული 29 წლის იტალიელი მოდელია
48 წლის მარკ ენტონი მზადაა მეხუთედ იქორწინოს - ამჯერად მისი რჩეული 29 წლის იტალიელი მოდელი რაფაელი მოდუნოა.

წყვილი პაპარაცებმა ნიუ-იორკში სერინობისას შენიშნეს. რაფაელის მარჯვენა ხელზე უზარმაზარი ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი ბრწყინავდა.

ცოტა ხნის წინ, მოდელმა GQ, Maxim, ForMen -სა და FHM-ის გარეკნები დაამშვენა. შემდგომ კი ინსტაგრამზე საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ვიდეო ატვირთა, სადაც მარკთან ერთად წყალში ნებივრობს.
საინტერესოა რა დამოკიდებულება აქვს ჯენიფერ ლოპესს ყოფილი ქმრის დანიშნვნაზე. ახლა ის მარკთან მეგობრობას აგრძელებს და მასთან ერთად კონცერტებზეც გამოდის, ჯეი
ლოს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ენტონის წინა მეუღლესთანაც და მათთან ერთად ოჯახურ დღესასწაულებსაც ხშირად ატარებდა.

ანა გარელი

RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ბედნიერებას ვუსურვებ მარკს.აქვს გემოვნება და რა ქნას. ერთმანეთზე უკეთესები.
19:44 / 03-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS