ინტერნეტში ცნობილი ტოპ მოდელის,
ბელა ჰადიდის თინეიჯერობის ასაკში გადაღებული ფოტო გავრცელდა. ფოტოზე აღბეჭდილი ბელა დაახლოებით 13-14 წლის ასაკისაა და ძალიან განსხვავდება ამჟამინდელი დახვეწილი სუპერ მოდელისგან. აშკარაა, რომ მოდელმა რინოპლასტიკას მიმართა, რამაც ძალიან გაალამაზა.
სურათს ორაზროვანი გამოხმაურება მოჰყვა თაყვანისმცემლების მხრიდანაც. მათი ნაწილი ბელას პლასტიკური ქირურგიისთვის მიმართვას ამართლებს და აღნიშნავენ, რომ ახლა ის საკუთარ დას, ჯიჯი ჰადიდსაც სჯობს. ბევრი კი უარყოფს იმ აზრს, რომ მოდელს რაიმე სახის პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული.
როგორც არ უნდა იყოს, ფაქტი ერთია
- დღესდღეობით უმცროსი ჰადიდი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია და მას victoria's secret 2017-ის მეგაშოუზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ.
ანა გარელი