31 აგვისტო, 2017
თურქეთში ცნობილი ტელეწამყვანს საკუთარ ძმისშვილთან რომანისთვის გაასამართლებენ - "ეს წუთიერი სისუსტე იყო"
ცნობილ თურქ ტელეწამყვანს, მურატ ბაშოღლუს, "უზნეო ქცევის" ბრალდებით რეალური სასჯელი ემუქრება.
ბოდრუმის პროკურატურამ ბაშოღლუს ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თურქულმა მედიამ მურატ ბაშოღლუს ფოტოები გამოუქვეყნა, სადაც ის ახალგაზრდა ძმისშვილთან, უფროსი ძმის ქალიშვილთან, ბურჯუ ბაშოღლუ-კაბადაისთან ერთად ინტიმურ პოზებშია დაფიქსირებული.
თურქულმა მედიამ ამას "უკანასკნელი წლების ყველაზე დიდი სკანდალი" უწოდა.

იმაზეც საუბრობენ, რომ ბურჯუსა და მურატის სასიყვარულო ინტრიგამ დაქორწინებულ ტელეწამყვანს ოჯახშიც სერიოზული პრობლემები შეუქმნა. პრობლემები აქვს ქორწინებაში მყოფ მის ძმისშვილსაც.

თავად მურატ ბაშოღლუმ ერთ-ერთ ინტერვიუში
განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა და ახლა ამისთვის პასუხს აგებს: "რამდენჯერაც არ უნდა ვითხოვო პატიობა, მისი დამსახურება არ შემიძლია. ეს წუთიერი სისუსტე იყო - მსგავსი შეიძლება ნებისმიერ მამაკაცს მოუვიდეს. ჩემი ცოლი ახლა ელოდება როდის დამშიდდება ყველაფერი, შემდეგ კი ალბათ განქორწინებას გადაწყვეტს. ძალიან ვწუხვარ" - განმარტავს ტელეწამყვანი.

ანა გარელი

RatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
აკსა
არა გასაკვირი თურქებისთვის.ეგენı ბიძაშვილ-მამიდაშვლ,დეიდაშვილებზე ქორწინდებიან.უფრო მეტიც მაზლებებზე და ცოლისდებზეც კი თუ დაეღუპებათ მეუღლე.და ძმისშვილიც არა გამორიცხული ამათვის.
09:20 / 05-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS