31 აგვისტო, 2017
პრინცესა დიანას უკანასკნელი ზაფხული - "მას ბევრი საცურაო კოსტიუმი ჰქონდა და არც ერთი კაბა"
1997 წლის ზაფხულში პრინცესა დიანას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ის ჩარლზთან განქორწინებამდე ერთი წლით ადრე წავიდა მისგან, ჩჰრისტიე"ს-ის აუქციონზე მისი 79 სამეფო კაბა გაყიდა (შემოსული თანხა ქველმოქმედებისთვის გასცა) და საზაფხულო სეზონი გახსნა.

ივლისში დიანამ დოდი ალ-ფაიედთან, ეგვიპტელი მილიარდერის, მოჰამედ ალ-ფაიედის ვაჟთან დაიწყო შეხვედრა და ერთად ხმელთაშუა ზღვის კრუიზში გაემგზავრნენ. როგორც იმ იახტის გამცილებელი, დები გრიბლი იხსენებს, წყვილის მოგზაურობა შემოიფარგლებოდა ველურ კუნძულებზე ბარბექიუთი, სანაპიროზე გასეირნებითა და ვახშმით. იმ ზაფხულს პრინცესა ბევრს ცურავდა და ირუჯებოდა: მას ბევრი
საცურაო კოსტიუმი ჰქონდა და არც ერთი კაბა.


ყოველ დილით, დიანა ახალი ხილის მთებს ჩაუვლიდა და მათ ნაცვლად, ჭიქა შავ ყავას სვამდა. ვახშმად იყო, მსუბუქი სალათი, თევზი ან პასტა ზღვის პროდუქტებით. ასევე ბევრი შამპანური და ხიზილალა. "დასვენებული, მხიარული და ნათელი" - გამცილებლის მიერ ნათქვამი ეს სამი სიტყვა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დიანა 1997 წლის ზაფხულს აღვწეროთ.

ანა გარელი

RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS