30 აგვისტო, 2017
ანჯელინა ჯოლი 3 დღეში ერთხელ ჭამს და მხოლოდ 34 კგ-ს იწონის
ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ამბობენ, მსახიობი სიგამხდრის ზღვარზეა.

ანჯელინა ჯოლის კატასტროფულად ნაკლებ წონაზე უკვე არაერთი წელია საუბრობენ. თუ წყაროს დავუჯერებთ, ბოლო დროს ენჯი მხოლოდ რამდენიმე დღეში ერთხელ ჭამს. იმასაც ამბობენ, რომ უკვე თვეებია, რაც ჯოლი მხოლოდ ხილითა და კენკრით იკვებება.

წყაროს ცნობით, მდგომარეობა ბრედ პიტთან განშორების შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა - სწორედ მაშინ მსახიობმა ჭამაზე უარი თითქმის სრულიად თქვა. როგორც ცნობილია, ახლა ანჯელინა 34 კგ-ს იწონის.

"ის დღეჩაგდებით იკვებება. ერხელაც
არ მინახავს, რომ ნორმალურად და მსუყედ ეჭამოს. იმ დღეებში, როცა რაიმეს ჭამს, თითქოს მადა საერთოდ არ აქვს. შესაძლოა მხოლოდ მცირე სენდვიჩითა და ხილით დაკმაყოფილდეს. ეს კატასტროფულად მცირეა. ერთხელ ისიც კი თქვა, რომ შეუძლია 2 დღე არაფერი ჭამოს, მესამე დღეს კი მიირთვას კაკალი და ამით დაკმაყოფილდეს" - გვიამბობს ჰოლივუდის მსახიობთან დაახლოებული პირი.

თავად ანჯელინა კი ინტერვიუებში ამ თემაზე ხუმრობს და ამტკიცებს, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ანა გარელი
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნაკა
ეჰ, შენი მადა მომცააა,თუმცა 34კგ ნამეტანია შე ქალო
21:33 / 30-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS