29 აგვისტო, 2017
კიმ კარდაშიანის შვილებს ერთმანეთი არ მოსწონთ - "ამის ყურება ძალიან მიმძიმს"
რამდენიმე დღის წინ, რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი რაიან სიკრესტის ტელეშოუს ესტუმრა, სადაც მისი შვილების ნორტისა და სეინტის ცუდ ურთიერთობაზე ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, ნორტი უმცროს ძმას ვერ იტანს, ძალიან ეჭვიანობს მასზე და კიმს ეს ცხოვრებას უმწარებს:

"არ ვიცი, შესაძლოა საკუთარი თავის, როგორც უფროსი დის წარმოჩენას ცდილობს. მას საკუთარი ძმა არ მოსწონს. გულწრფელად რომ გითხრათ ამის ყურება ძალიან მიმძიმს. თავიდან ვფიქრობდი, რომ ნორტის ამგვარი დამოკიდებულება სეინტის მიმართ დროებითი იყო, თუმცა უკვე დიდიხანია არაფერი იცვლება" - ამბობს
კიმი.

მისი თქმით, ნორტი ძალიან ეჭვიანობდა, როცა უმცროს ვაჟს ძუძუთი კვებავდა და ეს ეჭვიანობა მას შემდეგ გრძელდება.  

კარდაშიანი შეშფოთებით განმარტავს, რომ ვაჟის ხელში აყვანისაც კი ეშინია, რადგან ეს მომენტალურად იწვევს ქალიშვილის ისტერიკას.

ანა გარელი
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნაკა
თქვენ რა გითხარით...ძილის წინ ამ ამბავის გაგება შეიძლებოდააა?
21:30 / 30-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS