13 დეკემბერი, 2013
თურმე ცნობილ პოლიტიკოსებსაც აჯარიმებენ...
ლონდონელი პოლიციელი ვერც მანქანის სახელმწიფო ნომრებმა და ვერც დაცვამ ვერ შეაშინა და თამამად გამოწერა ჯარიმა. რამდენიმე დღეში ქალბატონმა კლინტონმა ჯარიმა გადაიხადა ოქტომბრის შუალედში აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ლონდონის ცენტრში პარკირების ფული არ გადაიხადა და დაჯარიმდა. და ის სულაც არ ყოფილა ერთადერთი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი, რომელსაც ადმინისტრაციული დარღვევისთვის პასუხი აგებინეს.

ჰილარის ჯარიმის ოდენობა დაახლოებით 65 დოლარია. ლონდონში უკანონო პარკირებისთვის, განსაკუთრებით, ცენტრში, მკაცრად სჯიან. თანაც მნიშვნელობა არ აქვს, წესებს ადგილობრივი დიასახლისი არღვევს თუ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის
კორტეჟი. ლონდონელი პოლიციელი ვერც მანქანის სახელმწიფო ნომრებმა და ვერც დაცვამ ვერ შეაშინა და თამამად გამოწერა ჯარიმა. რამდენიმე დღეში ქალბატონმა კლინტონმა ჯარიმა გადაიხადა.

ბარაკ ობამასაც ბრიტანეთის დედაქალაქში დაურღვევია წესები. 2011 წელს პრეზიდენტის კორტეჟს დაახლოებით 194 დოლარი გამოუწერეს ჯარიმის სახით - ლონდონის სამეთვალყურეო კამერებმა დააფიქსირეს, როგორ დაარღვია პრეზიდენტის ლიმუზინმა წესი.

2011 წელს კიშინიოვის მერმა დორინ კირტოაკემ თავი გამოიდო და თოვლის საწმენდი მანქანის საჭეს მიუჯდა. ჟურნალისტების წინაშე შესანიშნავი პიარი გაიკეთა, თუმცა პოლიციამ აღმოაჩინა, რომ სულაც არ ჰქონია მძიმე ტექნიკის მართვის უფლება. ამიტომაც მერი დაჯარიმდა - 83 დოლარით.

2013 წლის ივნისში იაპონიის რეკონსტრუქციის მინისტრმა ტაკუმი ნემოტომ ნებაყოფლობით დაიჯარიმა თავი და ერთი თვის ხელფასი მოიკლო, ხელქვეითის უხეშობის გამო. თურმე მისი ერთ-ერთი ჩინოსანი, ''ფუკუსიმა-1'' -ის რეკონსტრუქციის საკითხებში თანაშემწე, საჯაროდ აყენებდა შეურაცხყოფას მასთან დახმარებისთვის მისულ დაზარალებულებს.

კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორისთვის გამოწერილი ჯარიმა 400 ევროა. ავსტრიის მკაცრი კანონები კრძალავს საზოგადოებრივ ადგილებში სიგარეტის მოწევას. 2011 წელს შვარცენეგერმა ზედიზედ ორჯერ დაარღვია ეს წესი ავსტრიის აეროპორტში და დაჯარიმდა კიდეც.

პარაგვაის პრეზიდენტი ფერნანდო ლუგო 104 დოლარით დააჯარიმეს მანქანის უკანონოდ გასწრებისთვის. საგზაო პოლიციის თანამშრომლები ფრიად გაოცდნენ, როცა კანონდამრღვევი მძღოლი გააჩერეს და საჭესთან ქვეყნის პრეზიდენტი იხილეს, თუმცა მაინც არ შეშინდნენ და ჯარიმა გამოუწერეს.

სამი წლის განმავლობაში იტალიური ბრეშიას მერმა ადრიანო პაროლიმ 85-ჯერ დაარღვია მანქანით მართვის წესები და საერთო ჯამში 21 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS