25 აგვისტო, 2017
„ახლა ჩემს ცხოვრებაში არის მამაკაცი“ - მონიკა ბელუჩი ახალ რომანზე ღიად პირველად ალაპარაკდა
ფრანგული ჟურნალისთვის Paris Match მიცემულ ინტერვიუში, იტალიელმა მსახიობმა, მონიკა ბელუჩიმ გულახდილად ისაუბრა საკუთარ განცდებზე.

"მე არჩევანი გავაკეთე. ჩვენ შეიძლება ვიღაცის გვერდით დიდხანს ვიყოთ და მოულოდნელად გავაცნობიეროთ, რომ ამის გაგრძელება აღარ შეიძლება - თითოეული საკუთარ გზაზე უნდა წავიდეს. განშორება ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ აუცილებელი" - განაცხადა მსახიობმა.

მონიკამ ისიც გვიამბო, რომ კასელთან 20 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ყველაფრის თავიდან დაწყება მარტივი არ ყოფილა, თუმცა ახლა ის კვლავ შეყვარებულია: "ახლა ჩემს ცხოვრებაში არის მამაკაცი, მაგრამ ამაზე მეტის
თქმა არ შემიძლია. ჩემთვის გარკვეული კონფიდენციალურობაა საჭირო. ჩემი ცხოვრების ახალი თავი იწყება".


მონიკამ ისიც აღნიშნა, რომ მალე დიდი ცვლილებები ელის და საცხოვრებლად ლისაბონში გადასვლას გეგმავს, სადაც გასულ წელს სახლი შეიძინა.

ანა გარელი
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS