24 აგვისტო, 2017
ქეით მიდლტონი მესამე შვილს ელოდება
უკვე თითქმის ერთი თვეა ქეით მიდლტონი საზოგაოდებაში არ გამოჩენილა. სამეფო ოჯახთან დაახლოები წყარო თავდაპირველად გვამცნობდა, რომ ქეითი და უილიამი დასასვენებლად გაემგზავრნენ, მაგრამ ახლა მეუღლეების ახლობელმა ბრიტანულ მედიას ამცნო, რომ ექსტრემალური ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ჰერცოგინია ცოტა ხნის წინ გამოწერეს.

„გასული კვირის დასაწყისში ქეითი საავადმყოფოში მოათავსეს. სამეფო ოჯახის წევრები ადგილს ვერ პოულობდნენ. მიდლტონი სამეფო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მეორე დღესვე გამოწერეს“ - ჰყვება ინსაიდერი.

წყაროს არ დაუზუსტებია, თუ ჯანმრთელობის რა სახის პრობლემა შეექმნა ქეითს. ზოგიერთი ვერსიით კი, პრინც უილიამის
მეუღლე მესამე შვილს ელოდება.


ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS