21 აგვისტო, 2017
ირინა შეიკი მოსკოვში მეგობრებთან ერთად ისვენებს
ირინა შეიკმა და ბრედლი კუპერმა გადაწყვიტეს რამდენიმე დღე ცალ-ცალკე გაატარონ. ვიდრე მსახიობი ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად მალიბუში იმყოფება, მოდელი მოსკოვში დაქალებთან ერთად ისვენებს. როგორც მედია წერს, შეიკი რუსეთში ქალიშვილთან ერთად ჩაფრინდა, თუმცა ინფორმაცია დაუზუსტებელია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ირინა გვიან ღამემდე ერთობა. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელშიც ის ორ გოგონასთან ერთად პოზირებს, წერია: „კვლავ თავის რუს გოგონებთან ერთად“.

შეიკი სახლში გამართულ წვეულებებზე ერთობოდა და «Руки вверх»-ის ჰიტებზე ცეკვავდა.
რამდენხანს გაგრძელდება მოდელის რუსეთის დედაქალაქში ვიზიტი ან გამოაჩენს თუ არა ქალიშვილს, ჯერჯერობით
უცნობია.

ანა გარელი





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS