21 აგვისტო, 2017
თურქული სერიალის „ძმა“ მთავარი როლის შემსრულებელი დააკავეს
თურქული მედიის ცნობით, სერიალის „ძმა“ მთავარი გმირი, მერთის როლის შემსრულებელი მსახიობი, არას ბულუტ იინემლი დააკავეს.

მედიის ცნობით, მსახიობი საკურორტო ქალაქ ჩეშმეში დასვენებისას აიყვანეს - არას ბულუტ იინემლის ბრალს ნარკოტიკების შენახვაში დებენ.

თუმცა, მიუხედავად მსახიობის დაკავებაზე გავრცელებული უამრავი ინფორმაციისა, თავად არასი შემდეგი კომენტარით შემოიფარგლა: „ცრუ სიახლე“ და ინსატგრამზე დასთან ერთად ჩეშმეში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.


ანა გარელი


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS