18 აგვისტო, 2017
ნამდვილი ზღაპარი: ჰოლანდიელი ფეხბურთელი მალაიზიის პრინცესაზე დაქორწინდა
ჰოლანდიელი ფეხბურთელი მალაიზიელ პრინცესაზე დაქორწინდა.

მათი სიყვარულის ისტორია ერთ-ერთ კაფეში დაიწყო, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ფეხბურთელმა დენის ვერბასმა სწორედ ამის შემდეგ გაიგო, რომ მისი რჩეული არც მეტი არც ნაკლები, მალაიზიის ყველაზე გავლენიანი სულთნის ქალიშვილი იყო.

დენის ვერბასს სანუკვარი მიზნის მისაღწევად 3 წელი დასჭირდა, მან უარი თქვა საკუთარ კარიერაზე, ცხოვრებაზე და სარწმუნოებაზე. ახლა ის მალაიზიაში ცხოვრობს.

პრინცესა ტუნკუ ტუნ ამინაჰ სულთან იბრაჰიმის გულის მოსაგებად მუჰამედ აბდულას ისლამის მიღება და გამოსასყიდის – 4 ევროს გადახდა დასჭირდა.

წყვილის
ქორწილი მალაიზიური ტრადიციებით გაიმართა და მას მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი გარემოცვა – 1200 ადამიანი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ უძველესი ტრადიციის მიხედვით, მუჰამედმა ტუნკუს ოჯახს გამოსასყიდი – 4 ევროც გადაუხადა და ამით მათი კეთილგანწყობა დაიმსახურა.








FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS