11 დეკემბერი, 2013
ცალხელა მოდელი სამოდელო სამყაროს იპყრობს
მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ის მართლაც იდეალური მოდელია, ოღონდაც - ელამი ზედმეტი წონა, სიელმე და სხვა ფიზიკური ნაკლოვანებები სულაც აღარ უშლით ხელს გოგონებს, სამოდელო ბიზნესში კარიერა აიწყონ. ცალხელა მოდელი კელი ნოკსი ამის დასტურია.

ქერა გოგონა თითქმის არაფრით განსხვავდება თავისი კოლეგებისგან, მას მშვენიერი გარეგნობა აქვს, თუმცა მარცხენა ხელი აკლია.

გოგონამ 5 წლის წინ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოდელების ბრიტანულ კონკურსზე გაიმარჯვა, ახლა კი ცნობილ ჟურნალებთან თანამშრომლობს და ჩვენებებშიც მონაწილეობს. ამაზე გაჩერებასაც არ აპირებს.

კელის ტელევიზიაში სურს ძალების გამოც
და და წარმატებულ მანეკენობაზე ოცნებობს. სურს, თავისი მაგალითით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს უჩვენოს, რომ არასდროს დაკარგონ იმედი.

საინტერესოა, რომ გოგონას ეს დეფექტი თანდაყოლილი აქვს, მაგრამ არასდროს უცდია მისი დამალვა და არც პროთეზით უსარგებლია.

Rating

სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიომ კიდევ ერთი უცნაური მოდელი იხილა - მოფი სილამაზით კეიტ მოსს შეადარეს და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ის მართლაც იდეალური მოდელია, ოღონდაც - ელამი.

სამოდელო სააგენტოები და სარეკლამო კამპანიებიც ერთხმად აცხადებენ, რომ სურთ, უნაკლო და სტანდარტულ გარემოში რაღაც განსხვავებული და არაორდინარული შემოიტანონ და იდეალური პარამეტრებისგან შორს მდგარი მოდელები ამის შესანიშნავი საშუალებაა.


ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS