ნობელის პრემიის ლაურეატი, გაეროს ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩი, 19 წლის პაკისტანელი გოგონა , მალალა იუსაფზაი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, ოქსფორდში, მიიღეს.
"აღტაცებული ვარ, ოქსფორდში ვიწყებ სწავლას! რთული სასწავლო წელი იყო და ყოჩაღ ყველა სტუდენტს, რომელმაც უმაღლეს ქულებზე დაასრულეს სწავლა. მომავალში ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ" - წერს მალალა ტვიტერზე.