72 წლის ქალი განმარტოებით ცხოვრობს და უცხოებთან ყველანაირ კონტაქტს გაურბის. ის სამი შვილის დედაა, მათ შორის ორი ლი ჰარვისგან ჰყავს, ტეხასის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს ახლანდელ ქმართან - ცნობილ ავტომრბოლელ კენეტ პორტერთან ერთად.
50
მისი ქვრივი მარინა ოსვალდ-პორტერი, ქალიშვილობაში პრუსაკოვა, განსაკუთრებულად პრესას გაურბის, თუმცა პაპარაცების ობიექტივების წინაშე ხანდახან მაინც აღმოჩნდება ხოლმე.
1963 წლის 22 ნოემბერს მტკივნეულად იხსენებს. პოლიციელები მის სახლში ყვირილით შეცვივდნენ: ''სად არის მისი იარაღი? თქვენმა ქმარმა პრეზიდენტი მოკლა!''
- მათ სურდათ, ''საუკუნის დანაშაული'' ჩემს ქმარს აჰკიდებოდა.
ბოლოს დავთანხმდი: დიახ, ალბათ, ეს ჩემი ოსვალდი იყო და ის მარტო მოქმედებდა, - ამბობს რუსი ემიგრანტი, - მაგრამ მერე ძიების მასალები წავიკითხე და იქ ბევრი ცდომილება ვნახე. მივხვდი, რომ უტყუარი მტკიცებულებები არ არსებობდა.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქალი აქტიურად ცდილობდა, მოეხსნა გრიფი ''საიდუმლო'' საქმის მასალებიდან. მაგრამ 2006 წელს კენედის საქმის საგამომძიებლო კომისიის ერთ-ერთ ყოფილ წევრ ჩარლზ გროდენს, რომელსაც სწამდა, რომ თავდასხმაში მინიმუმ სამი სნაიპერი მონაწილეობდა, სახლთან ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებული კაცები დახვდნენ, რომელთაც ''ურჩიეს'' , ზედმეტი აქტიურობისგან თავი შეეკავებინა.
ამ ამბის მერე მარინა კარჩაკეტილ ცხოვრებას ამჯობინებს. მას სერიოზულად ეშინია, რომ ვინმე თავს არ დაესხას. მხოლოდ ახლობლებს ეკონტაქტება.
შეგახსენებთ, კენედის მკვლელობისთვის დაპატიმრებული ლი ჰარვი ოსვალდი ორ საათში დახვრიტეს, პოლიციის განყოფილებაში.
ჟურნალი ''რეიტინგი''