16 აგვისტო, 2017
რატომ არ იცინის ბელა ჰადიდი
თქვენ არაერთხელ გინახავთ ბელა ჰადიდი წითელ ხალიჩაზე, თუმცა აუცილებლად შეამჩნევდით, ის არასდროს იცინის.
რა არის ამის მიზეზი, ახალგაზრდა მოდელმა The Guardian-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"არ მიყვარს კამერის წინ გაღიმება და ამიტომ არ ვიღიმი, ხშირად მქონია შემთხვევები, როცა ახალი ადამიანი გავიცანი და უთქვამს აგრესიული და ბოროტი მეგონე, სინამდვილეში სულ სხვანაირი ადამიანი ყოფილხარო"- აცხადებს მოდელი ინტერვიუში.
ბელა ჰადიდმა გამოცემასთან იმის შესახებაც ისაუბრა, როგორ იყიდა ბინა 18 წლის ასაკში.

"18 წლის ვიყავი, როცა მშობლების დახმარების გარეშე სახლი ვიყიდე.
დედ-მამას ერთი თეთრიც არ მოუციათ, დაუღალავად ვმუშაობდი და სწორედ ასე მოვახერხე ბინის ყიდვა" - განაცხადა ბელა ჰადიდმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლოლ
თეთრი არა კაპიკი
15:19 / 17-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS