14 აგვისტო, 2017
მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ნატაშა კარალევა მეორე ბავშვს ელოდება
43 წლის ნატაშა კარალევამ ინსტაგრამზე განთავსებული პოსტით თაყვანისმცემლები გააოცა. მომღერალმა საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა: „სასწაულის მოლოდინში“, ჰეშთეგით -„ჯადოსნური სიყვარული“.

გამომწერებმა მიიჩნიეს, რომ მომღერალი მეორე ბავშვს ელოდება და ამბის გადამოწმებას შეეცადნენ: „იქნებ ამჯერად გოგონა გაჩნდეს“, „თუ ეს სიმართლეა, გულწრფელად მიხარია“, „ის 100%-ით ფეხმძიმედაა“ და ა.შ.

სხვებმა ისიც განიხილეს, რომ შესაძლოა ნატაშა ახალ კონცერტებს გულისხმობდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ნატაშა გამოტყდა, რომ ის და მისი ქმარი დიდი ხანია მეორე ბავშვზე ოცნებობენ, თუმცა დაფეხმძიმება ვერაფრით მოახერხა.
ახლა მომღერალი პრობლემას ფილოსოფიურად უდგება. კარალევამ განაცხადა, რომ ეს თემა ჯერ არ დაუხურავთ და თუ ღმერთი ინებეს, ბავშის ყოლას კიდევ შეძლებენ.

ანა გარელი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS