11 აგვისტო, 2017
82 წლის სოფი ლორენი საზოგადოებაში კვლავ ღრმა დეკოლტით ჩნდება
80 წელს მიახლოებული ქალები, როგორც წესი ასაკის შესაფერის სამოსს იცვამენ, თუმცა სასიამოვნი გამონაკლისებიც არის. ამ მსახიობმა გადაწყვიტა პუბლიკა მორიგი მოდური გამოსვლით კვლავ მოენუსხა.

საზოგადოებაში უამრავი კანონია, რაც ადამიანს თავისუფლად ცხოვრებაში უშლის ხელს, თუმცა ეს წესები მისთვის არ მოქმედებს. 82 წლის სოფი ლორენი, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე, კადრში მსახიობებთან, ნაომი ვოთსთან და ქეით უინსლეტთან ერთად გამოჩნდა.

უბერებელმა იტალიელმა ვარსკვლავმა მისი ასაკის ქალბატონებში დაწესებული ნორმები კვლავ დაარღვია და მომხიბვლელი დეკოლტით ყველა მონუსხა.

ლორენი თავს დაბერების უფლებას არ
აძლევს. ის ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გვთავაზობს, რაც შეგვიძლია სამომავლოდ გავითვალისწინოთ. გამოცდილება და სიბრძნე ასაკთან ერთად მოდის, სძენს სხვაგვარ სილამაზეს.


ანა გარელი




Rating
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS