09 აგვისტო, 2017
სელინ დიონს 32 წლის მოცეკვავესთან აქვს რომანი
დასავლური მედია ირწმუნება, რომ 49 წლის სელინ დიონმა გარდაცვლილი ქმარი უკვე გამოიტირა და ახალი რომანი აქვს - მისი საყვარელი პირადი კოლექტივიდან 32 წლის მოცეკვავე გახლავთ. წყარო გვამცნობს, რომ წყვილი პარიზის ქუჩებში ერთად უკვე შენიშნეს.

თავად დიონი პირად ცხოვრებაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ კანადელი მომღერლის თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, რომ ახლა ის ბედნიერია, რაც მის გარეგნობაზეც აისახება და აშკარაა, რომ ახალი რომანის დამსახურებაა.
ახალ რჩეულს, პეპე მუნოს მომღერალი უკვე მრავალი წელია იცნობს. ბიჭი დიონის კოლექტივში დიდი
ხანია ცეკვავს, მაგრამ მანამდე ერთად ხელჩაკიდებული არავის შეუნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის იანვარში სელინ დიონის ქმარი, რენე ანჟელილი გარდაიცვალა. მომღერალმა დანაკლისი ძალიან რთულად გადაიტანა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS