მიუხედავად ანჯელინა ჯოლის რწმუნებისა, რომ მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი წარსულში დარჩა, მსახიობმა
სულიერი სიმშვიდე მაინც ვერ მოიპოვა და თავს კარგად არ გრძნობს. ანჯელინას მეგობრები ამტკიცებენ, რომ მსახიობი გამუდმებით უკიდურესათ ნერვიულ და დაძაბულ მდგომარეობაშია.
როგორც ჯოლის ერთ-ერთი მეგობარი ამბობს,
ის წონაში კვლავ იკლებს. არსებული ინფორმაციით, ენჯი 40 კგ-ზე ცოტა უფრო მეტს იწონის, რაც მისი 1მ 70 სმ სიმაღლისთვის კატასტროფულად ცოტაა. წყარო იმასაც ამატებს, რომ ვარსკვლავმა მადა სულ დაკარგა და ჭამა გამუდმებით ავიწყდება.
წელს,
ანჯელინა ჯოლიმ თავი რეჟისორის ამპლუაშიც გამოსცადა და ახალი ფილმი „მათ ჯერ მამაჩემი მოკლეს...“ გადაიღო, თუმცა თავად მრავალი წლის მანძილზე არც ერთ ახალ ფილმში არ უთამაშია. ახალი პროექტის დასრულების შემდეგ, ის მთელ დარჩენილ დროსა და ენერგიას მხოლოდ ოჯახზე ხარჯავს. მსახიობი ძალებს არ იშურებს, რომ ბავშვებმა თავი უბედურად არ იგრძნონ და ხშირად საკუთარითავი ავიწყდება.
ანა გარელი