07 აგვისტო, 2017
55 წლის ეკატერინა ანდრეევა 34 წლის ქალიშვილთან ერთად - თაყვანისმცემლები მისმა ახალგაზრდულობამ აღაფრთოვანა
ეკატერინა ანდრეევა პირველად ტელეეკრანებზე 1991 წელს გამოჩნდა. მან მაყურებელთა გულები მალევე დაიპყრო.

1998 წელს რუსული პირველი არხის გადაცემის „Время“ წამყვანი გახდა და დღემდე იქ მუშაობს.

ცოტამ თუ იცის, რომ ანდრეევას რამდენიმე ფილმშიც აქვს ნათამაშები.

ტელეწამყვანს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, სოც.ქსელში მის პირად გვერდზე კი ოჯახურ ფოტოებს ვერ ნახავთ.

ცნობილია, რომ ეკატერინა დუშან პეროვიჩის ცოლია. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს და წამყვანის პირველი ქორწინებიდან ქალიშვილს ზრდიან.

ცოტა ხნის წინ, 55 წლის ეკატერინა ანდრეევამ 34 წლის
ქალიშვილთან, ნატალიასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა
და ამით თაყვანისმცემლები ძალიან გაახარა.

გამომწერები აღფრთოვანბულები არიან და აღნიშნავენ, რომ ქალბატონები ერთმანეთს ძალიან გვანან და დებივით გამოიყურებიან.

ანა გარელი






FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარაფეტ
"ამით თაყვანისმცემლები ძალიან გაახარა" - ნეტა ამის თაყვანისმცეùლები ვინღა არიან?!
02:38 / 08-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS