04 აგვისტო, 2017
ანჟელიკა ვარუმი ქალიშვილს გათხოვებას უკრძალავს
ანჟელიკა ვარუმისა და ლეონიდ აგუტინის 17 წლის ქალიშვილი აშშ-ში ცხოვრობს და სწავლობს. თითქმის 2 წელია, გოგონა ადგილობრივი როკ-ჯგუფის ლიდერს ხვდება. ვარსკვლავების აზრით კი მან ჯერ უნდა ისწავლოს და ოჯახის შემქნაზე მხოლოდ ამის შემდეგ იფიქროს.

„იმედი მაქვს, ჩემი ქალიშვილი გათხოვებას არ აპირებს. თუ რამე მეშლება, მასწავლეთ, მაგრამ ვფიქრობ, ოჯახის შექმნა ზრდასრულების საკითხია. ჯერ უნდა შედგე პიროვნულად და პროფესიულად, ქორწილზე კი მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრო. უნდა გაერკვე, ვინ იქნება შენი ცხოვრების კარგი თანამგზავრი. ვშიშობ, 18 წლის ასაკში
მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია“
- აღნიშნა ანჟელიკამ.

მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი ქალიშვილის ნაადრევად გათხოვების წინააღმდეგია, მის არჩევას იწონებს. სწორედ დედამ ურჩია ლიზას, ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ამ ახალგაზრდაზე ყურადღება გაემახვილებინა. რომანიც მალევე დაიწყო.
ვარუმისა და აგუტინის ქორწინებას ბევრი იდეალურად მიიჩნევს. ცოტა ხნის წინ, წყვილმა 20 წლიანი თანაცხოვრება აღნიშნა.


ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS