02 აგვისტო, 2017
წვერიანი ქალი საკუთარ იშვიათ დაავადებაზე: „ხალხი დამცინოდა, მათ არ ადარდებდათ ის, რომ სიცოცხლე აღარ მინდოდა“
ოდესღაც, წვერიანი ქალი, ჰარნაამ კაური დაცინვის ობიექტი იყო, ახლა კი „ინსტაგრამის“ ვარსკვლავია და 80 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

გამომცემლობა Metro-თან მიცემულ ინტერვიუში, გოგონამ ისაუბრა, თუ როგორ მიიღო საკუთარი სხეული და ისწავლა საკუთარი თავის სიყვარული, მიუხედავად ყველაფრისა.

Rating
მე წვერიანი ქალი ვარ და ამით ვამაყობ.

მე მქვია ჰარნაამ კაური, მაგრამ უმრავლესობა მიცნობს, როგორც წვერიანი ქალი.

წვერი საიდან მაქვს? მე საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი მაქვს. ამ დაავადებით ყოველი მეხუთე ქალი იტანჯება, ამიტომ სხეულზე თმა და ჭარბწონიანობა ახასიათებთ, თუმცა წვერი
იშვიათი შემთხვევაა.

ადამიანების უმრავლესობა წვერიანი ქალის ნახვისთვის მზად არ არის.


მე მომისმენია ასეთი რამ: „დაწვით“, „მოკალით, ვიდრე გამრავლდება“, „მოგკლავ, თუ დაგინახე“, „იმდენად მახინჯი ხარ, რომ თავი უნდა მოიკლა“, „ეს სამყაროს დასასრულია. მოკვდი!“

Rating

მოზარდობისას სუიციდზე მართლაც ხშირად ვფიქრობდი. დამცინოდნენ და მაიძულებდნენ ჩემი სხეული შემძულებოდა.
გამუდმებით მიხდებოდა მორალური და ფიზიკური ტკივილი განმეცადა.

მეუბნებოდნენ, რომ უნდა გავხმდარიყავი და თმა მომეშორებინა. უამრავ დროს ვხარჯავდი სხეულიდან თმის მოშორებასა და დიეტების დაცვით.

ვიჭრიდი, ვიპარსავდი, სხეულზე თმას დეპილაციით ვიშორებდი. კანი გამუდმებით გაღიზიანებული მქონდა და მტკიოდა.
მე მუსიკამ გადამარჩინა - ყოველდღე ვუსმენდი, რათა მოვდუნებულიყავი და პრობლემებზე არ მეფიქრა.

დაცინვამ დამღალა. გადავწყვიტე ჩემი სხეული მიმეღო და უარყოფითი დამოკიდებულება სასარგებლოდ გამომეყენებინა. ჩემი ემოციის მართვა ხომ მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. ჩემი სხეულის შეყვარება შევძელი და ახლა ვეღარავინ შემარცხვენს. საკუთარი გამოსახულების ტატუც კი გავიკეთე.
Rating
ხოლო მათ, ვინც ამავე დაავადებით იტანჯება, ვურჩევ მიმართოს ექიმს, რადგან ის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე აისახება. ნუ დაიტანჯებით ჩუმად და ნუ შეგეშინდებათ სხეულის ცვლილებების. გახსოვდეთ, რომ თქვენს სხეულს უყვარხართ და თქვენც იმავე სიყვარულით უნდა უპასუხოთ.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
...
მართლა ქალია? იქნებ კესარია აბრამიძის დეიდაშვილია მამის მხრიდან?
00:44 / 09-02-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS