01 აგვისტო, 2017
ქორწილი გრძელდება - რა ძვირადღირებული საჩუქრები მიიღო ალა პუგაჩოვას შვილიშვილმა
გასულ კვირას ალა პუგაჩოვას შვილისშვილის, ნიკიტა პრესნიაკოვის ქორწილი გაიმართა. 26 წლის მუსიკოსმა 20 წლის ალიონა კრასნოვაზე იქორწინა, რომელსაც 4 წელი ხვდებოდა. პატარძალი გაშლილ, მაქმანიან საქორწინო კაბაში, საქმრო კი კლასიკურ სმოკინგში იყო გამოწყობილი.

მდიდრულ ქორწილს ორგანიზება ქრისტინა არბაკაიტემ გაუწია - ალიონასთან ერთად ის ყველა დეტალს განიხილავდა, შემდგომ კი თვალყურს ადევნებდა, რომ ყველაფერი იდეალურად გამოსულიყო.

წვეულებას 200 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებიც.

წყვილს ბებომ და მშობლებმა მოსკოვის ცენტრში 60 მლნ რუბლის ღირებულების ბინა და
50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აჩუქა.

ანა გარელი
RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
M
ნიკიტა მალე მიატოვებს ამ გოგოს.
15:17 / 05-02-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS