როგორც გაირკვა, ველვეტმა ახალგაზრდობაში სამოდელო ბიზნესში კარიერის აწყობა ვერ მოახერხა. ამის დიდი სურვილი ჰქონდა, თუმცა ვერაფრით ჯდებოდა სტანდარტულ პარამეტრებში.
მან ოცნება მაინც აიხდინა და პოდიუმზე თავისი ადგილი დაიკავა, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა გაცილებით მეტად გასუქდა და 138 კილოგრამს მიაღწია.
როგორც ყველა პლუს-საიზმოდელს შეეფერება, თავისი სხეული უყვარს და სხვებსაც ასწავლის ამგვარ დამოკიდებულებას საკუთარი თავისადმი.
ველვეტმა 38 წლისამ გაიგო, რომ არსებობს მისი წონის მოდელების სააგენტო და ფოტოები გაგზავნა. ძნელი იყო, მისი სილამაზე არ შეემჩნიათ. ასე აღმოჩნდა ამ სფეროში, მერე კი ყველაზე პრესტიჟული ჟურნალების გარეკანებზეც.
ყველაზე პუტკუნა მოდელი ფოტოგრაფებს შორისაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყველა აღიარებს, რომ ველვეტი ძალიან ეშხიანია, კამერასთან ძალიან თავისუფალია და მასთან მუშაობა ყველას უყვარს.
ისიც საინტერესოა, რომ ახლა იმ სააგენტოსთან თანამშრომლობს, რომელიც ერთ დროს ჰაიდი კლუმისა და ჟიზელ ბიუნდჰენის ინტერესებს წარმოადგენდა.
ჟურნალი „რეიტინგი“