კინოსურათის სიუჟეტს მწერალ ლუნგ იანგის ავტობიოგრაფიულ წიგნი დაედო საფუძვლად, რომელიც კამბოჯას ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს აღწერს. ჯოლის თქმით, ამ როლის შესასრულებლად მას არაპროფესიონალი მსახიობი ბავშვის ნახვა უნდოდა, ამიტომ უჩვეულო კასტინგი მოაწყო: „მოვიწვიეთ ადგილობრივი ბავშვები, რომლებიც ქალაქის გარეუბნებში, ცუდ პირობებში იზრდებოდნენ, წინ დავუდეთ რამდენიმე კუპიურა და ვუთხარით, რომ მოეპარათ ფული. მე გავეკიდებოდი და
თავიდანვე ერთი გოგონა ავარჩიე. მისმა ისტორიამ შემძრა, როგორც აღმოჩნდა, ის ყველაფერზე იყო წამსვლელი ამ ფულის შესანარჩუნებლად, რადგან ოჯახს ძალიან უჭირდა“, – იხსენებს ჯოლი.