31 ივლისი, 2017
ანჯელინა ჯოლი სკანდალში გაეხვა
ანჯელინა ჯოლის სოციალურ ქსელში მკაცრად აკრიტიკებენ. ამის მიზეზი, მის მიერ მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტი გახდა, სადაც მან ფილმის "თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ შესახებ ისაუბრა.

კინოსურათის სიუჟეტს მწერალ ლუნგ იანგის ავტობიოგრაფიულ წიგნი დაედო საფუძვლად, რომელიც კამბოჯას ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს აღწერს. ჯოლის თქმით, ამ როლის შესასრულებლად მას არაპროფესიონალი მსახიობი ბავშვის ნახვა უნდოდა, ამიტომ უჩვეულო კასტინგი მოაწყო: „მოვიწვიეთ ადგილობრივი ბავშვები, რომლებიც ქალაქის გარეუბნებში, ცუდ პირობებში იზრდებოდნენ, წინ დავუდეთ რამდენიმე კუპიურა და ვუთხარით, რომ მოეპარათ ფული. მე გავეკიდებოდი და
როდესაც დავიჭერდი, მათ ოსტატურად უნდა ეთქვათ ტყუილი, რატომ მოიპარეს ეს ფული.

თავიდანვე ერთი გოგონა ავარჩიე. მისმა ისტორიამ შემძრა, როგორც აღმოჩნდა, ის ყველაფერზე იყო წამსვლელი ამ ფულის შესანარჩუნებლად, რადგან ოჯახს ძალიან უჭირდა“, – იხსენებს ჯოლი.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გოგონა
და რას ერჩიან ცუდი არაფერი უთქვავს.
18:12 / 31-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS