27 ივლისი, 2017
ჩაღატაი ულუსოის საყვარელი ქალები
ჩაღატაი ულუსოი ერთ-ერთი პოპულარული თურქი მსახიობია. მისი გარეგნობის წყალობით, ჩაღატაი ულუსოიზე არაერთი მანდილოსანი არის გამიჯნურებული.

ამბობენ, რომ მსახიობი ხშირად იცვლის საყვარელ ქალებს. თუმცა ახლა ის მარტოა.

ჩაღატაი წარმოშობით ბულგარელია, ის 1990 წელს დაიბადა. უყვარს ზეთის საღებავებით ხატვა, გიტარაზე დაკვრა და თავისუფალ დროს ხშირად წერს სიმღერებს. მისი ყველაზე საყვარელი ადგილი კი სატრენაჟორო დარბაზია.

ჩაღატაი ულუსოი პრესასთან პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობს, თუმცა ჟურნალისტის თვალს რა გამოეპარება.
თურქული მედიის ცნობით, ჩაღატაის სასიყვარულო ურთიერთობა ძირითადად სერიალის პარტნიორებთან აქვს.
Rating

გაგაცნობთ
იმ ქალებს, ვისთანაც მსახიობს რომანი ჰქონდა:

სერენა სარიკაიას და ჩაღატაი ულუსოის რომანზე თურქული მედია ბევრს წერდა. ვრცელდებოდა წყვილის ერთობლივი დასვენების ფოტოებიც, თუმცა ამ თემაზე თავად არასდროს საუბრობდნენ. მათი ურთიერთობა მალე დაინგრა. სანამ სერეკაია და ულუსოი ერთმანეთს შეხვდებოდნენ, სერენას რჩეული თურქი მსახიობი ტოლგაჰან საიშმანი გახლდათ. ისინი დაქორწინებას აპირებდნენ, მაგრამ ქორწინება არ შედგა.

სერენა სარიკაიას და ჩაღატაი ულუსოის რომანის დანგრევის მიზეზი მსახიობი დერეი შენსოი გახდა. მსახიობი მას სერენა სარიკაიასთან ურთიერთობის პარალელურად ხვდებოდა.

ჩაღატაი ულუსოის ცხოვრებაში კიდევ ერთი ქალი იყო, ეს დუიგუ სარშინია. მათ ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. წყვილი სერიალში „შიგნით“ ერთმანეთის პარტნიორები იყვნენ.

ტაილორ მარია ჰილის და ჩაღატაი ულუსოის რომანის შესახებ, პრესა 2016 წელს ალაპარაკდა. წყვილმა ერთ-ერთი ცნობილი ფილმის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა და ამბობდნენ, რომ რომანი გადასაღებ მოედანზე დაიწყო. „ვიქტორია სეკრეტის“ ანგელოზის და თურქი გულთამპყრობელის ლავ სთორი არ შედგა.

Rating



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS