27 ივლისი, 2017
ჯულია რობერტსი მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდებთან (ფოტოები)
ჯულია რობერტსი ფრანგი ფეხბურთელით, პოლ პოგბათი, მოხიბლულია.

წინა წლის ნოემბერში, სპორტსმენმა მსახიობის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის მას ლოყაზე კოცნის და დაწერა: „ძალიან იღბლიანი ვარ რომ ეს კოცნა დავიმსახურე. მე დღეს არამარტო უდიდეს მსახიობს, არამედ უდიდეს ქალბატონს შევხვდი. ვინაა ჩემზე იღბლიანი?“ Pretty Woman-ის ვარსკვლავი „მანჩესტერის“ თამაშს შვილებთან ერთად ესწრებოდა.

ბედმა ისინი ერთმანეთს ამჯერად ატლანტის ოკეანის სანაპიროზე შეახვედრა. პოგბა გუნდთან ერთად ტურზე იმყოფებოდა და შესაძლებლობა მიეცა, რომ ამერიკელ ვარსკვლავთან კვლავ ესაუბრა.
Rating

ჯულია რობერტსმა ღია ეთერში განაცხადა: „მან
ჩემი გული გაათბო. ის ექსტრაორდინალურად საოცარი პიროვნებაა. ბედნიერებაა მისი ნახვა როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ბავშვებისთვის. თბილი და საყვარელია, პატარებს შთამბეჭდავი სპორტული რჩევები მისცა“.
მსახიობი ასევე რეალ მადრიდისა და ბარსელონას „ელ კლასიკოსაც“ დაესწრო, სტადიონის კულისებში ესპანური გუნდების ფეხბურთელებიც მოინახულა.
Rating
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS