27 ივლისი, 2017
„როცა ტირილი მინდა აბაზანაში ვტირი“- ანჯელინა ჯოლის პირველი ინტერვიუ ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 2016 წლის 19 სექტემბერს შეიტანა. მან ქმარი ბავშვებთან სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ბრედ პიტი მედოკს სცემდა. მათი განშორების მიზეზების შესახებ, სხვა ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა კამბოჯაში ვიზიტის დროს, ანჯელინა ჯოლიმ კომენტარი გააკეთა: მე არ მინდა იმ პერიოდზე ბევრი ვისაუბრო. უბრალოდ ავღნიშნავ რთული იყო ეს ყველაფერი. ოჯახი ვართ და ასე დავრჩებით მუდამ, ბევრი აღმოჩენილა მსგავს სიტუაციაში“-განაცხადა თემის კომენტირებისას ანჯელინა ჯოლი,.

მოგვიანებით განშორების მიზეზებზე ბრედ პიტმა გააკეთა კომენტარი. მისი
ტქმით, ულამაზესი ოჯახი ალკოჰოლის გამო დაინგრა.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი შერიგდა. ჭორების გავრცელებას იმან შეუწყო ხელი, რომ მთელი ოჯახი ერთად წავიდა სასეირნოდ. თუმცა...

ახლახანს ჟურნალ „ვენიტი ფეირის“ ინტერვიუ ანჯელინა ჯოლიმ მისცა.

მისი თქმით, მსახიობი უმეტეს დროს ბავშვებთან ატარებს. ისინი ერთად მოგზაურობენ და ქველმოქმედებით არიან დაკავებული.

Rating

„კულინარიის კურსებზე დავდიოდი, მინდა ჩემს შვილებს თავად მოვუმზადო საჭმელი“ - ამბობს ჯოლი ინტერვიუში.
„როდესაც ჩემი მშობლები დაშორდნენ, მე დედის გამო ძალიან ვნერვიულობდი. არ მინდა ჩემმა შვილებმაც იგივე განიცადონ. მინდა იცოდნენ, ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც მინდა ვიტირო აბაზანაში ვტირი და არა ბავშვებთან. 6 შვილის მყავს და თითოეული მათგანით ვამაყობ. ჩვენ ყველა ვზრუნავთ ერთმანეთზე. “.

განქორწინების შემდეგ, ჯოლი ბავშვებთან ერთად ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. სახლი ლოს-ანჯელესში მდებარეობს და ვარდების ბაღით არის მორთული. ახალ გარემოსთან შესაგუებლად ანჯელინას და მის შვილებს 3 თვე დასჭირდათ.
„რთული იყო ახალ სახლში გადასვლა, მაგრამ აუცილებელი, რადგან იარები მოგვეშუშებინა. ბავშვებმა მამაცურად გადაიტანეს ყველაფერი“.



ჯოლიმ ასევე ინტერვიუში საკუთარი დაავადების შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ სახის ნერვის დაავადება ჰქონდა. სწორედ ეს გახლდათ მისი გაუჩინარების მიზეზი.

როგორც ინტერვიუდან ირკვევა ანჯელინამ მამასთან ურთიერთობა დაალაგა.

„ბავშვებს სჭირდებათ ბაბუა, რომელიც კარგ ისტორიებს უამბობთ და წიგნებს წაუკითხავს. მამაჩემი ზუსტად ასეთი გახდა. ის ძალიან მიდგას გვერდით. ფსიქოტერაპევტთანაც ერთად ვიყავით“.
Rating

რაც შეეხება თავად ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ახლანდელ ურთიერთობას, ანჯელინამ განაცხადა, რომ მათ საერთო მიზანი აქვთ, ბავშვებზე ზრუნვა.
Rating

„მე ყოველ დილით ვიღვიძებ ფიქრით, აქტიურად ვიცხოვრო. 9 თვე ვალაგებდი სახლს, ვამზადებდი დაჭმელს და თვალს ვადევნებდი ამინდის პროგნოზს. ახლა კი მსურს, ჩავიცვა ბატინკები და სამოგზაუროდ გავემგზავრო“.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS