მამაკაცმა ცოლს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ მან ''გააჩინა საოცრად ულამაზო შვილები, განსაკუთრებით კი - გოგონა''.
კაცი ცოლს გაეყარა კიდეც. ექსპერტებმა დნმ-ის ანალიზები ჩაატარეს და დააზუსტეს, რომ ქალს შვილები ნამდვილად ქმრისგან ჰყავდა.
თუმცა ძაღლის თავი სულ სხვაგან ყოფილა დამარხული -
ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე გასალამაზებლად ასი ათასი დოლარი დაუხარჯავს და თავისი რჩეულისთვის ამის გამხელა აზრადაც არ მოსვლია.

ასე რომ, მის ასევე სიმპათიურ ქმარს სჯეროდა, რომ ცოლად ბუნებრივად ლამაზი ქალი მოიყვანა. შესაბამისად, ლამაზ შვილებს ''ელოდა'' .
სასამართლომ ქალი დამნაშავედ ცნო და ქმრის შეცდომაში შეყვანის გამო მისთვის 120 ათასი დოლარის გადახდა დაავალდებულა.
ჟურნალი ''რეიტინგი''