06 დეკემბერი, 2013
ქალი დამნაშავედ ულამაზო შვილებისთვის ცნეს
კაცი ცოლს გაეყარა კიდეც. ექსპერტებმა დნმ-ის ანალიზები ჩაატარეს და დააზუსტეს, რომ ქალს შვილები ნამდვილად ქმრისგან ჰყავდა შარშან დაწყებული სასამართლო გარჩევა მომჩივანი ქმრის გამარჯვებით დასრულდა. ამ უჩვეულო ამბავმა საზოგადოება ფრიად გაახალისა, თუმცა ქმარს სამხიარულოდ საქმე არ ჰქონია.

მამაკაცმა ცოლს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ მან ''გააჩინა საოცრად ულამაზო შვილები, განსაკუთრებით კი - გოგონა''.

კაცი ცოლს გაეყარა კიდეც. ექსპერტებმა დნმ-ის ანალიზები ჩაატარეს და დააზუსტეს, რომ ქალს შვილები ნამდვილად ქმრისგან ჰყავდა.

თუმცა ძაღლის თავი სულ სხვაგან ყოფილა დამარხული -
აღმოჩნდა, რომ საკმაოდ სიმპათიურ ქალბატონს თავის დროზე პლასტიკური ოპერაციები ჰქონდა გაკეთებული.

ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე გასალამაზებლად ასი ათასი დოლარი დაუხარჯავს და თავისი რჩეულისთვის ამის გამხელა აზრადაც არ მოსვლია.

Rating

ასე რომ, მის ასევე სიმპათიურ ქმარს სჯეროდა, რომ ცოლად ბუნებრივად ლამაზი ქალი მოიყვანა. შესაბამისად, ლამაზ შვილებს ''ელოდა'' .

სასამართლომ ქალი დამნაშავედ ცნო და ქმრის შეცდომაში შეყვანის გამო მისთვის 120 ათასი დოლარის გადახდა დაავალდებულა.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ამაზრზენი "კაცუნა"-უნდა დაკოდო და ცოცხლად გაატყავო ეგეთი-ნაგავი
!!!
12:15 / 08-12-2013
გამოხმაურება / 0 /
!!!!
ეგრე ეკუთვნის ასეთ მათხოვარ კაცს! კაცები რომ იტუებიან-განსაკუთრებით ქორწინებამდე და ტრაბახში სძვრებათ სული-მერე კი ჩემი ფეხები და დედიკოს ბიჭები აღმოჩნდებიან, დიდი ამბავი ტუ პლასტიკური გაიკეტა ქალმა, სამარცხვინო ქვეყანა და ხალხია!
12:13 / 08-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მარ
პლასტიკურ ოპერაციაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. როცა რაღაცა არ მოსწონს ადამიანს თავის თავში რა პრობლემაა გაილამაზოს ცხოვრება ისედაც ერთხელ ცხოვრობს ადამიანი და ეს იმ დანაშაულთა რიცხს არ განაკუთვნება რომ ესე მოექცნენ ქალს. ამ კაცის საქციელი ამაზრზენია და ყველანაირ სზღვარს სცილდება. ესეთი პრიმიტიული აზროვნების კაცები დედმიწას ამძიმებენ. საწყალი ქალი .რას ერჩის ეს კაცი თავის შვილებს ჩვეულებრივი ბავშვები არიან.
11:40 / 08-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ინკოგნიტ
პლასტიკური ქირურგია არ არის ცუდი ოღონდ , ნორმის ფარგლებში. ფული რომ არ აციან რაში დაარჯონ და რომ ბეზრდებათ ღვთისგან ბოძებული სილამაზე იმიტომაც ისჯებიან და მახინჯდებიან. ასე მხოლოდ რადიკალურ შემთხვევაში ვურჩევდი, ისე ცნობისთვის თავად ქირურგი ვარ:)
20:19 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
იდიოტი მამა და საწყალი ბავშვები
მეცოდებიან ბავშვები ასეთი ცუდი მსობლების ხელში,როგორი სულიერი ტრავმა მიიღეს ალბათ.ეს კაცია?ამას ჰქვია მამა? არადა სულაც არ არიან მახინჯები.ჩვეულებრივი ჩინელი ბავშვები არიან.
18:57 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ ოპერაციები ძალიან წარმატებული ყოფილა. ჩვენთან ასეთ დონეზე ვერ აკეთებენ, ხშირად პირიქით ამახინჯებენ ქალებს. ალბათ სიმართლეა იმაშიც, რომ რაღაც ტყუილს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეხლა ქალმა უჩივლოს ქმარს, მორალური ზარალის გამო, რადგან როგორც ჩანს, ამ უკანასკნელმა ის მოატყუა და სიყვარულის გამო კი არა მხოლოდ შვილების გაჩენისთვის მოიყვანა ცოლად
18:10 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
არადა რა საყვარლები არიან ბავშვები
23:35 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მააალე
მალე ჩვენთანაც იქნება ასეთი ამბები, ისე გაუშინაურდნენ პლასტიკურ ოპერაციებს ქართველები;)
21:44 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS