26 ივლისი, 2017
საქორწინო კაბები 400 ათას დოლარად - ვის ეცვა ყველაზე ძვირადღირებული საქორწინო კაბა ქორწილში
ამ ცნობილმა ადამიანებმა საქორწინო კაბებში უამრავი თანხა გადაიხადეს. ქვემოთ ჩამოთვლილ კაბებში, ყველაზე იაფი პრინცესა დაიანას საქორწინო კაბაა.

პრინცესა დაიანა 20 წლის ასაკში გათხოვდა. 1981 წელს, სამეფო ოჯახმა მის საქორწინო კაბაში 12000 დოლარი გადაიხადა. კაბის 8 მეტრიან შლეიფს 10 000 მარგალიტის თვალი ამშვენებდა. კაბა დევიდ და იზაბელა მანუელის მიერ იყო შექმნილი.

ვიქტორია და დევიდ ბექჰემი 1999 წელს დაქორწინდნენ. დღეს ვიქტორია თავად არის დიზაინერი, თუმცა თუმცა მან 20 წლის წინაც, ზუსტად იცოდა როგორი იყო მისი სტილი. საკუთარ
ქორწილში ვიქტორია ბექჰემს ვერა ვონგის სპილოსძვლისფერი კაბა ეცვა. რომელიც 100 000 დოლარი დაჯდა.

ორიგინალური საქორწინო კაბა ეცვა ჯასტინ ტიმბერლეიკის მეუღლეს ჯესიკა ილის. მან ტრადიციულ თეთრ კაბაზე უარი თქვა და არჩევანი ღია ვარდისფერზე გააკეთა. ჯესიკა არც შემცდარა, დიზაინერებმა მას საუკეთესო საქორწინო კაბა უწოდეს. ჯესიკა ილის საქორწინო კაბა 100 000 დოლარი დაჯდა.

ეიტ მიდლტონი პრინც უილიამს ალექსანდრ მაქქვინის ბრჭყვიალა კაბით გაჰყვა ცოლად. კაბა მაქმანებიანი მკლავებით, სამმეტრიანი შლეიფით და რუშებიანი ფატით 400 000 დოლარი დაჯდა. კეიტმა თავის საქორწინო მორთულობას ბრიალიანტის ტიარა დაუმატა, რომელიც დედოფალ ელიზაბეტ მეორეს ეკუთვნოდა.

კიმ კარდაშიანმა 2011 წელს კალათბურთელ კრის ჰამფრიზე იქორწინა. თუმცა ეს ქორწინება ზუსტად 72 საათი გაგრძელდა. კარდაშიანმა ქორწილისთვის არჩევანი ვერ გააკეთა და სამი საქორწინო კაბა შეიძინა.

2014 წელს კარდაშიანი კენი ვესტზე გათხოვდა. მათ ქორწილი ფლორენციაში, ფორტე დიბენვერდეს ციხე-სიმაგრეში გადაიხადეს. კიმ კარდაშიანს ქორწილში „ჯივენშის“ მაქმანებიანი კაბა ეცვა, რომელიც 400 000 დოლარი დაჯდა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS